ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, საერთო ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. საექსპორტო ბაზრების ფესტივალი დასრულდა კონცერტით, ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით.