ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ხარკოვის მაგალითზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით ჩაახშო, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა. ზელენსკის თქმითვე, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა უკრაინას საჭირო შესაძლებლობებს მისცემს, ქვეყანას საშუალება ექნება, სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებები მნიშვნელოვნად შეზღუდოს და ოკუპანტი განდევნოს.