უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმით, პუტინმა ორბანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს გადასცა თავისი პოზიცია „მშვიდობის“ თაობაზე, რომელიც ორ სავალდებულო ელემენტს მოიცავს. პირველია, პუნქტი რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ შეთანხმება არ არსებობს. მეორეს თანახმად კი, ომის დამთავრების საფუძველი „მშვიდობის ფორმულაა“.