საქათველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია და გაყინულია თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დაახმარება, - ეს ევროკავშირის საერთო გადაწყვრტილებაა, თუმცა, როგორც ჩანს , საქართველოს მიმართ შესაბამის შეზღუდვებს ინდივიდუალურ დონეზე ევროკავშირში შემავალი ცალკეული სახელმწიფოებიც იღებენ. ასეთი აღმოჩნდა მაგალითად გერმანია. ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკვე მეორე დღეა, რაც თბილისში მიმდინარეობს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესშია. გერმანელი დიპლომატი აცხადებს, რომ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის საქართველოს ხელისუფლების ხელში - გერმანელი დიპლომატის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ევროპულ კურსს უნდა დაუბუნდესს.