როგორი იქნება მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი - დიდი ალბათობით, ეს ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი ყველა იმ მოქალაქეს შეეხოს, ვინც გასული თვეების განმავლობაში ქუჩის აქციების დროს არის დაკავებული. ამავე დროს, მმართველი პარტია უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს „ქართული ოცნება“ ამნისტიის დახმარებით, ამორმჩევლის გულის მოგებას ცდილობს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანია საკუთარი არაგულწრფელობით საზოგადოება მოატყუოს.