ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. მისივე ცნობით, ოკუპანტებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რა დროსაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, ერთი მეზღვაური კი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10-ი ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 4 მართვადი რაკეტა და 20 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 14 ჩამოაგდეს.