არჩევნებამდე 4 თვით ადრე ოპოზიცია ისევ გამარჯვების ფორმულის ძიებაშია. პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე მსჯელობენ, რა ფორმა უნდა ჰქონდეს მათ ერთობას იმისათვის, რომ ოქტომრბის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება დამაჯერებლად შეძლონ. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ოქტომბრისთვის რამდენიმე ოპოზიციური ცენტრით წარსდგებიან. „ახალი, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროას“ და „ერთობის“ კოალიციის გარდა, იქმნება კიდევ ერთი ჯგუფი, სადაც თავს, სავარუდოდ, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მოიყრიან. გარდა ამისა, ძიებაში არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები. ისინი ამბობენ, რომ საკუთარ არჩევანს უახლოეს პერიოდში, არსებული მოცემულობის გაანალიზების შემდეგ გააკეთებენ.