ComCom-ის მედიალაბში, სტარტაპ იდეების კონკურსის, “იდეადრომის” მონაწილე გუნდები კონტენტ მარკეტინგსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაში გადამზადდნენ. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები 5 დღიან ინტენსიურ გადამზადებას გაივლიან და პროდუქტის დახვეწის, მომხმარებლის მოძიების, მომგებიანი ბიზნეს-მოდელის შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესახებ, მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან.
წლევანდელი კონკურსის თემას „პროდუქტიდან სერია A-მდე“ წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეობის მიღება იმ სტარტაპერებს შეეძლოთ, რომელთაც პროდუქტის საწყისი ვერსია უკვე შექმნილი ჰქონდათ და მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავდნენ. ინტენსიური გადამზადების დასრულების შემდეგ, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.