ვინ გახდება ქვეყნის გენერალური პროკურორი - საკითხი რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს. იქამდე კი საპროკურორი საბჭო მის მიერვე შერჩეულ 3 კანდიდატს კენჭს ცალ-ცალკე უყრის და ერთ კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ფარული კენჭისყრა გენერალურ პროკურატურაში დღეს გაიმართება. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭომ შემდეგ ეტაპზე გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, ასევე ვიქტორ ახალბედაშვილი და დარეჯან ბუცხრიკიძე გადაიყვანა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ პროცესი ფორმალურია, რადგან მმართველ პარტიას საკუთარი ფავორიტი გიორგი გაბიტაშვილის სახით უკვე ჰყავს. პროცესის დემოკრატიულობის პირობას დებს მმართველი გუნდი.