MEGOBARI act-ს, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ითვალისწინებს, კონგრესის საგარეო კომიტეტის მხარდაჭერა აქვს - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს და წერს, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ MEGOBARI act-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კენჭს, სავარაუდოდ, ხვალ უყრის. MEGOBARI აქტსზე გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრეს კონგრესში. აქტის ინიციატორი, კონგრესმენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტი აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას ითვალისწინებს, თუმცა მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.