აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს. განცხადების მიხედვით, შეერთებული შტატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება.