ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს და თემის დეტალებზე საუბროებს. მათი განცხადებით მთავარი პრობლემა ფინანსური დეტალებია:
„"კვარაცხელიასთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც პსჟ-ს 11-მილიონიანი შეთავაზებით არის მოხიბლული, თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია და სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ფონზე ნაპოლი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს სეზონში 5.5-მილიონიანი ანაზღაურებით. ნაპოლიში თვლიან, რომ ეს შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სეზონში კვარას ხელფასი მხოლოდ 1.8 მილიონი იყო. ზრდა მართლაც თვალსაჩინოა, თუმცა, შეთანხმებამდე მაინც შორია, რაც ძალიან აშფოთებს ნეაპოლელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს. მას არ სურს, რომ გუნდის ვარსკვლავთან დაკავშირებული გაუგებრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს".
ნაპოლი ახალი სეზონისთვის მზადებას 11 ივლისს დაიწყებს, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს განკარგულებაში 25 ივლისიდან იქნება. მანამდე ქართველ გარემარბს შვებულება აქვს, ისევე როგორც იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ან კოპა ამერიკაზე ითამაშეს