აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია. ამერიკელი მაღალჩინოსანი, ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ხვდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია მთავრობის წევრებს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.