საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ პარტიას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ქართული ოცნების მავნე გადაწყვეტილებების ფონზე, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს. მმართველი ძალის ოპონენტები ამბობენ, რომ დახმარებას პარტნიორები არა ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას უჩერებენ, რომელიც მათი თქმით, პრორუსულია.