ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წრთვნების გადადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამბობს რომ შტატების მხრიდან მსგავსი ქმედება სამწუხაროა და ურთიერთობების გადატვირთვის საკითხს ეწინააღმდეგება. ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის მინისტრის მისამართით სიტყვიერ თავდასხმასაც გამოეხმაურა. ამბობს, რომ სტუდენტი რომელმაც მიხეილ სარჯველაძეს მონა ეძახა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და დავით კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრია.