ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას მართავს. კომისია დღეს 5 კანდიდატს გიორგი ბურჯანაძეს, დიმიტრი გაბუნიას, მანუჩარ კაკოჩაშვილს, კახა წიქარიშვილსა და თამარ ალფაიძეს მოუსმენს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ. მარიამ ბუკია გაგვაცნობს თემის დეტალებს.