„პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს.