კომერციულ ბანკებში გირაოს სახით 111 მლრდ ლარზე მეტი ქონებაა ჩადებული. აქტივების თითქმის მესამედი, 38 მილიარდ 624 მილიონი ლარის ღირებულების, საცხოვრებელზე მოდის. ამის შესახებ საუბარია კომერციული ბანკების 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებში. აღსანიშნავია, რომ აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები. ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები „თიბისი ბანკის“ ანგარიშზეა - 47 მილიარდ 756 მილიონი ლარის ღირებულების, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“ 42 მილიარდ 955 მილიონი ლარით, მესამე ადგილზე კი „ლიბერთი ბანკია“ – 5 მილიარდ 483 მილიონი ლარის აქტივით. რაც შეეხება კონკრეტულად საცხოვრებელს, გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობით პირველ და მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ. Top-5 -ში ასევე შედიან ტერა ბანკი“, –„ბაზის ბანკი“ და „კრედო ბანკი“.