ნატოს 75-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვაშინგტონში სამიტი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. დეკლარაციაში რუსეთის მიმართ მოწოდება ჟღერდება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოკუპანტ ქვეყანას მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. საკითხს უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში. რა წერია შედგენილ კომუნიკეში და რატომ გახდა დეკლარაცია ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიისთვის კრიტიკის საფუძველი, თემის დეტალებით ცარო კირვალიძე შემოგვიერთდრბა.