დასავლელი და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხს მმართველი გუნდის წარმომადგენლები სამწუხაროს უწოდებენ. ქართული ოცნებაში იმედოვნებენ რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორები გადაწყვეტილებას შეიცვლიან, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით დახმარებას პარტნიორები არა ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას უჩერებენ, რომელიც მათი თქმით, პრორუსულია.