ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მიიღეს. სწავლების მიზანი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირება და შემდგომი გაძლიერებაა. სწავლების ფარგლებში, სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, საველე ვარჯიში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.