ევროპარლამენტის შემდეგ საქართველოს შესახებ გერმანიის ბუნდესტაგმაც იმსჯელა. განხილვის მთავარი თემა კვლავ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო. ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლა ვერ ექნება. საკითხს გამოხმაურება მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.