პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველა სამართალდამცავ უწყებას, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. პრემიერი ასევე გამოეხმაურა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ოფისებში „არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს“. პრემიერმა მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა.