აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტრო, დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს.