გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაციის, „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.
სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.