საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ღაზას სექტორსა და ლიბანში ომის დამთავრების ერთადერთი გზა არის ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა. მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ეს განცხადება ისრაელის განიარაღების მოწოდებად არ უნდა ჩაითვალოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელი ასევე სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოების მიმართ გამიზნულ სროლაში დაადანაშაულა. მაკრონის თქმით, „აბსოლუტურად მიუღებელია“, რომ გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების სამიზნეები გახდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ გაერო-ს პოსტთან ახლოს ჯარისკაცებმა ცეცხლი საფრთხეს გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.