უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. რუსებმა ასევე ხერსონის ოლქიც დაბომბეს - შედეგადაც საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, ადგილზე 3 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, რუსული მხარის ინფორმაციით, საკუთარ ტერიტორიაზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 17 დრონი კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 16 აზოვის ზღვის თავზე, 12 კურსკისა და 2 ბელგოროდის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.