აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ებრაელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, რომ ირანი ბირთვული იარაღის მფლობელი არ იყოს. ჰარისის განცხადებით, უპირატესობა დიპლომატიას მიენიჭება, თუმცა ირანის შესაჩერებლად ყველა ვარიანტი განიხილება. მისივე თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენას არასოდეს დაუშვებს.