თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024" მიმდინარეობს. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ადგილზე ოჩოფეხები დახვდებიან.
ასევე სცენაზე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ფესტივალს მუსიკალურად აფორმებენ.
მოსულმა სტუმრებმა უკვე მოისმინეს "ქსოვრელების" მიერ შესრულებული მუსიკალური ნომერი და დრამების შოუც იხილეს.
მანამდე ფესტივალის ორგანიზატორებმა შემთხვევითობის პრინციპით გამარჯვებულებიც გამოავლინეს, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიის ღვინოები და ტკბილეული გადასცეს.
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე ქალი-ვაზის ქანდაკებაც იხილონ.
ცნობისთვის, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ყველა ღვინის მოყვარულისთვის თავისუფალია.
ადგილზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები, ოჯახური მარნები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კვების ობიექტები და სხვა ქართული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტებია წარმოდგენილი.