ღვინის ფესტივალი დაიწყო. ქართული ღვინის ფესტივალი ტრადიციულად ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში მასპინძლობს. ფესტივალზე ღვინის დეგუსტაციის გარდა, სხვადასხვა გასართობი აქტივობები დაგხვდებათ. სიონის ქუჩაზე ჩვენი ჟურნალისტი ცარო კირვალიძე იმყოფება და უფრო დეტალურად ის გვეტყვის თუ რა ელოდებათ ფესტივალზე მისულ სტუმრებს.