საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის გუნდის წევრებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია.
ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების საშუალება ჰქონდათ.
ლექციის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმიც გაფორმდა.