პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ზესტაფონისა და ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც პაატა დავითაია აცხადებს, მოსახლეობა მზადაა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი დაუჭიროს.