გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. საუბარი შეეხო მეურნეობებში ინოვაციური ტექნიკების დანერგვის, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის, საძოვრების მდგრადი მართვისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის, ასევე, აკვა ეკოსისტემის და ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.