სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. ქალაქ ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით.
დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.