ორბელიანების სასახლეში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც „საქართველოს პენცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს განვითარებაში ქართული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბა კულტურული საზოგადოება, რადგან პრემია „ლიტერამ“ სიმბოლური დატვირთვა მიიღო - ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სუბიექტს წარმოადგენს.