არჩევნებამდე 14 დღით ადრე ეუთო/ოდირი ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება. შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, ამავე დასკვნაში პოლარიზებულ გარემოზეც არის საუბარი. ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამ პრობლემის არსებობას არ უარყოფს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სწორედ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გააღრმავა. კიდევ რა წერია ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში და რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამას მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.