აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით. ლიბანმა არ უნდა მისცეს ირანს ან „ჰეზბოლას“ იმის საშუალება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს. მისივე თქმით, ლიბანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება და უფრო ფართო კონფლიქტის პრევენციაა შესაძლებელი. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ლიბანში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვა. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იბრძვის, თავის დაცვის უფლება აქვს.