თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს. თუმცა, ერდოღანს მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.