ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ ბინიამინას მიმდებარედ განხორციელდა, შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში „დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს.