კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა 13 დღეში ე.წ. „რუსული ხელისუფლება“ საქართველოდან გაისტუმროს. ხაზარაძემ მოქალაქეებს „ძლიერი საქართველოს“ პროგრამა - „ილიას გზა“ გააცნო და ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა კოალიციამ, რათა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს მომზადებული შეხვედრილიყო. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი როლი გადამწყვეტია.