სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობის არჩევნებამდე გასაჯაროვების შესახებ ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კარს უკან ჩუმად მიღებული გადაწყვეტილება მათ პარტიაში სწორად არ მიაჩნიათ. მანვე განმარტა, რომ ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები ხალხისთვის არის გაუგებარი.
ამავე საკითხს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც გამოეხმაურა - მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კარგად იცის, მათი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას.
რაც შეეხება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას - საბა ბუაძის შეფასებით, მას პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით ნებისმიერი დისკუსიის გამართვა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიაჩნია მიზანშეწონილად.