ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე, 67-ზე მეტი პირი კი დაშავდა. ისრაელის არმიაში განცხადებით, თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ ბინიამინას მიმდებარედ განხორციელდა, შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია. „ჰეზბოლას“ ცნობითვე, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში დრონების გამოყენებით მიიტანეს.