ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოზეც იმსჯელებენ. საბჭო ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.