მიხეილ სარჯველაძემ, სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა მოინახულა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. სამედიცინო ცენტრში, მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს, კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ.