დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ საგურამოში უკვე ივარჯიშა, მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. რაზე ისაუბრეს მათ და როგორ მოემზადა ჩვენი გუნდი დღევანდელი საფეხბურთო დაპირისპირებისთვის.