გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავის აღსანიშნავ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა. შამუგიამ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიისა და ქართულ ღვინოზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დარგზე ისაუბრა და ყურადღება ბოლო წლებში საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოვებასა და ღვინის ექსპორტის გაზრდის მაჩვენებელზე გაამახვილა.