თბილისში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის, „ძალის გამოღვიძების“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა, რომ წარმოდგენილი განახლებული გამოცემა უფრო სრულყოფილად აღწერს ავტორის მიერ წიგნში აღწერილ პერიოდში არსებულ იმ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა. პრეზენტაციის შემდეგ წიგნთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა.