ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. ამ დროისთვის ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში აქტიური სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ხორციელდება ხმის მთვლელი აპარატების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა. ამის შემდეგ მოხდება აპარატების კომპლექტაცია, შემდეგ კი მათ ტრანსპორტირებისთვის მოამზადებენ. ცესკოს ლოგისტიკის გუნდი კი ახორციელებს აპარატების დისტრიბუციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობე სივრცეებში. პროცესი შეფერხებების გარეშე წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.