საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს ძირითად შემადგენლობაში ჰყავს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს, 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.
ინფორმაციისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენებაც გაიმართება.