ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფიქრობს რომ პრეზიდენტის მიერ ე.წ ტექნიკური მთავრობის დასახელება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, 26 ოქტომბრამდე ნაჩქარევი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების შეცვლის პროცესს დააზიანებს. სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკურ ძალებთან წამოწყებული მსჯელობა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამიტომ ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში არ დადგება.